პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, 2014 წლიდან საპრემიო სისტემა გადაიხედება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ძიძიგურმა განაცხადა, ახალ მთავრობას საპრემიო სისტემა გაწერილი დახვდა და მისი შეცვლა ვერ მოესწრო, რადგან ეს დაკავშირებული იყო საკანონმდებლო ცვლილებებთან და ბიუჯეტის მთლიან გადათამაშებასთან.
„მომავალი წლიდან პრემიების საკითხს აუცილებლად გადავხედავთ, რადგან პრემიერის პოზიციაც ასეთია, რომ თანამდებობრივი სარგოები ადექვატური უნდა იყოს და თუნდაც საახალწლოდ გამოწერილი პრემია, მოსახლეობაში უსამართლობის განცდას არ უნდა იწვევდეს“, - აცხადებს დეპუტატი.