პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის იდეა კოალიციაში უკვე გაჟღერებულია, თუმცა, ბაზრობის აღდგენას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ძიძიგურმა განაცხადა, ერგნეთის ბაზრობას მრავალმხრივი დატვირთვა ჰქონდა.
„ამ დროს, ქართველ და ოს ხალხს შორის გარკვეული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. შეუძლებელია ერგნეთის ბაზრობა ცარიელ ადგილას გააკეთო, რადგან ამას სამართლებრივი იურიდიული და ეკონომიკური გათვლები სჭირდება. ამაზე მუშაობა როცა დაიწყება, საბოლოო სიტყვა მთავრობასა და პრემიერს ექნება. ამ თემაზე კი, კოალიციაში საუბარი იყო. ეს არის თემა, რომელიც დამუშავების სტადიაში“, - აცხადებს კანონმდებელი.