ყაზტრანსგაზი  დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირის გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს უფასოდ შეუმოწმებს

ყაზტრანსგაზი დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირის გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს უფასოდ შეუმოწმებს

ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით, დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირის გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს უფასოდ შეუმოწმებს.

პროექტის "უსაფრთხო ზამთარი" პრეზენტაცია დღეს ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და "ყაზტრანსგაზ თბილისის" სპეციალურმა მმართველმა ანი თაქთაქიშვილმა გამართეს.

ილია ელოშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში კომპანია თბილისის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში მომართვის საფუძველზე, ბუნებრივი აირის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების უფასოდ შემოწმებას სთავაზობს.

"ყაზტრანსგაზ თბილისის" სპეციალურმა მმართველის ანი თაქთაქიშვილის თქმით, "ყაზტრანსგაზში" პროექტის ფარგლებში შექმნილია ცხელი ხაზი - 2 20 04 05. მოქალაქეებს კომპანიის მთავარი საავარიო სამსახურის გამოძახება 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ. გარდა ამისა, როგორც ანი თაქთაქიშვილმა აღნიშნა პროექტის ფარგლებში დამატებით 20 ბრიგადა არის შექმნილი, რომელიც მოსახლეობას მოემსახურება.