საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ეთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ერგნეთის ბაზრობის ლეგალიზება იყო საჭირო და არა მისი დახურვა.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში, ბერძენიშვილმა განაცხადა, წინა ხელისუფლებამ 2004 წელს კატასტროფული შეცდომა დაუშვა და ფაქტიურად ჩამქრალი კონფლიქტი გააღვივა.
დეპუტატის თქმით, როგორც ცხინვალთან, ასევე სოხუმთან ურთერთობის ნორმალიზებაა საჭირო და ქართულ მხარეს საქართველოს ტერიორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან ლეგალიზებული ურთიერთობები სჭირდება.
„იმ რეგიონებზე, სატრანსპორტო საკომუნიკაციაო გახსნა გვჭირდება, რომელზეც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება“, - დასძინა კანონმდებელმა და აღნიშნა, რომ ერგნეთის ბაზრობის გახსნა, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებაა.