საჯარო მოხელეების ამნისტირების საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები დამუშავების პროცესშია და მისი ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.
ამის შესახებ from.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა განუცხადა.
„წინადადება გაზაფხულზე იქნება წარდგენილი და რაზე იქნება საუბარი, თავად ნახავთ. ამჟამად, კანონპროექტი დამუშავების პროცესშია“, - აცხადებს კანონმდებელი.
შეგასენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილმა ამნისტიის კანონპროექტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს კანონი საჯარო მოხელეებს სამოხელეო დანაშაულისთვის პასუხისმგებლობისგან წინასწარ გაათავისუფლებს. ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი ყოფილი კატასტრუფული სისტემაა, რომლის პირობებშიც ბევრ საჯარო მოხელეს გარკვეული ქმედებების განხორციელება უწევდა, რაც კანონით იყო აკრძალული.