საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარასკევს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დიპლომატებს გააცნობს ცვლილებების არსს და კონტექსტს. "გვექნება მსჯელობა ყველაფერ იმაზე, რამაც მიგვიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისიის შეხვედრა. "ეს კომისია უზრუნველყოფს ცვლილებების განხილვას უკვე საზოგადოების დონეზე. შეხვედრები ფაქტობრივად ყველა რეგიონულ ცენტრში ჩატარდება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.