ყოველკვირეული პოლონური გამოცემა Wprost-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია TVP-ს ჟურნალისტებმა პოლონეთის სეიმის ქვედა პალატაში 3 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება შეიტანეს.
გამოცემის თანახმად, ჟურნალისტებს ხელისუფლებისთვის სურდათ დაემტკიცებიანთ, რამდენად დაუცველია პარლამენტი ტერორისტული აქტებისგან. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჩემოდნით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო, უპრობლემოდ გაიარა პარლამენტის დავცა, შევიდა დარბაზში და წინა რიგებში სკამზე დატოვა ჩემოდანი.
ჟურნალისტების მტკიცებით, არც ისეა დაცული პარლამენტის შენობა, როგორც ამას პოლიტიკოსები ამტკიცებენ. პარლამენტის სეიმის სპიკერმა ევა კოპაჩმა, რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობა დამატებითი დაცვის ხარჯებას არ საჭიროებს.