მმართველმა გუნდმა შესაძლოა ელჩობის კანდიდატები პარლამენტის რიგგარეშე სხომებზე დაამტკიცოს, რომელიც იანვარში გაიმართება.
From.ge-ს ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ელჩობის კანდიდატები უკვე შეარჩიეს. კერძოდ, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატი - ეკა სირაძე-დელონე იქნება, ჩეხეთში - ზაზა გოქსაძე, იტალიაში - კახა სიხარულიძე, ვენასა და ეუთო-ში საქართველოს წარმომადგენლობას - კოტე ზალდასტანიშვილი უხელმძღვანელებს, ამერიკაში საქართველოს ელჩობის კანდიდატი კი - გეგეშიძე იქნება.
საგარეო საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოწვეულია ის ექვსი ელჩი, რომლებსაც როტაციის თანახმად, ვადა 1-ელ აპრილამდე ეწურებოდათ. ესენი არიან - ვენასა და ეუთო-ში საქართველოს წარმომადგენლები, ასევე უნგრეთში, ჩეხეთში, უკრაინასა და ლატვიაში საქართველოს ელჩები.
ამასთან, თანანმდებობა დატოვა - ამერიკაში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილმა, იტალიაში საქართველოს ელჩმა - კოტე გაბაშვილმა და ევროსაბჭოში საქართველოს ელჩმა - მამუკა ჟღენტმა.