თიბისი ბანკის „ბარათების ფესტივალის“ გამარჯვებულები გამოვლინდა. 10 ათასი ლარის მფლობელი თიბისი ბანკის მომხმარებელი, ნანა იამანიძე გახდა, ხოლო ორ-კაციანი სამოგზაურო ვაუჩერი ირაკლი კვირიკაშვილს ერგო. გამოვლინდა კიდევ 9 გამარჯვებული, რომლებმაც საჩუქრად Apple-ის პრიზები - iPhone 5, iPad mini და Xbox მიიღეს, ხოლო 384 ადამიანი iPod shuffle-ით დასაჩუქრდა.
თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი ამით არ სრულდება. 31 იანვრის ჩათვლით თიბისი ბანკის პლასტიკური ბარათით გადახდისას თქვენ შეგიძლიათ დააგროვოთ ბილეთები და მოიგოთ ფულადი პრიზები, სამოგზაურო ვაუჩერები, Apple-ის პრიზები და ა.შ.
გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ თიბისი ბანკის როგორც VISA ასევე Master Card –ის ყველა ტიპის ბარათის მფლობელებს. ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტში გადახდისას თქვენ ავტომატურად გიგროვდებათ გათამაშების ბილეთები. საჭიროა მხოლოდ კამპანიის ფარგლებში განახორციელოთ 60 ლარის ოდენობის მინიმუმ სამი ტრანზაქცია.
მომდევნო გათამაშება შედგება 9 თებერვალს. თიბისი ბანკის პლასტიკური ბარათების მფლობელები მოიგებენ შემდეგ პრიზებს:
10000 ლარი ფულადი პრიზი
ორ-კაციანი სამოგზაურო ვაუჩერი, მომხმარებლის მიერ შერჩეული მიმართულებით: ლონდონი, ბარსელონა, პარიზი, რომი, ამსტერდამი...
iPhone 5
iPad mini
Xbox kinect
iPod shuffle.
გათამაშებაში მონაწილეობისათვის ბილეთების დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ თიბისი ბანკის ტერმინალებში განხორციელებული ტრანზაქციებით.
გადაიხადეთ თიბისი ბანკის ბარათებით, ამით თქვენ უფრო მეტი შანსი გექნებათ მოიგოთ არაჩვეულებრივი პრიზები თიბისი ბანკისგან!