ამ წუთებში, ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი მიმდინარეობს, რომელსაც დაახლოებით 300-მდე ბავშვი ესწრება.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის სახელით საკანონმდებლო ორგანო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მასპინძლობს. ასევე, ღონისძიებაზე მოწვეულნი დევნილი ბავშვებიც არიან.
ღონისძიებას დავით უსუფაშვილი შვილებთან და მეუღლესთან ერთად ესწრება.
საახალწლო წარმოდგენას ქუთაისის ნიღბების თეატრის მსახიობები მართავენ და ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას ბავშვებიც იღებენ.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს საჩუქრები გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საახალწლო ნაძვის ხის გამართვის ტრადიცია არსებობს.