24 წლის ნათია თათარაშვილი, რომელიც იტალიაში 90 წლის ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი ქუთაისის მაცხოვრებელია.
როგორც from.ge-ს კორესპოდენტი იუწყება, თათარაშვილის ოჯახმა ფაქტის შესახებ არაფერი იცის და მათ ეს ინფორმაცია ტელევიზიიდან შეიტყვეს.
თათარაშვილის ბებიის განცხადებით, ნათია თათარაშვილი 5 წელია, რაც იტალიაში მომვლელად მუშაობს და ის ფსიქიკურად გაწონასწორებული პიროვნებაა.
მისი თქმით, ნათია თათარაშვილს საქართველოში დაბრუნება სურდა, რადგან იტალიას ვერ შეეგუა.