იტალიაში ტოსკანას რეგიონში 90 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 24 წლის ნათია თათარაშვილი, რომელიც იტალიაში ხუთი წელია ცხოვრობს. იგი მოკლულთან მომვლელად მუშაობდა. მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნათია თათარაშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მან თავის მოკვლა რამდენჯერმე სცადა.
ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს და მან დანაშაული აღიარა.
მომხდარ ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებს საქართველოს კონსული იტალიაში, თუმცა აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.