ევროპელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი დღესასწაული-შობა კარზეა მომდგარი, თუმცა ევროპის კრიზისის ფონზე, ეს ალბათ, ერთ-ერთი „ღარიბი“ შობა იქნება კონტინენტზე.
Westdeutsche Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, გერმანელები, როგორც ყველაზე ხელმომჭირნე და პრაქტიკული ერი, საშობაო საჩუქრების...გაყიდვას აპირებენ. გამოცემის განცხადებით, გამოკითხულთა 59%-ი აცხადებს, რომ ახლა არც საშობაო მოგზაურობის და არც საშობაო შოპინგების დრო არ არის, ამიტომ საჩუქრებს, რომლებსაც ჩეკები ყოველთვის თან მოჰყვება, მაღაზიებში უკან ჩააბარებენ, ან ინტერნეტის საშუალებით გაყიდიან.
ესპანეთში გრძელი რიგები დგას მეორადი ტანსაცმლის და სათამაშოების მაღაზიებთან.
„ბავშვებს ვერ გააგებინებ, რომ ქვეყანაში კრიზისია და სათამაშოების საყიდელი ფული არ არის, ამიტომ იძულებულები ვართ, სათამაშოები და ჩასაცმელი მეორად მაღაზიებში შევიძინოთ“,-აცხადებენ ესპანელები.
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა საბერძნეთში. ელადის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი თქვა საშობაო შესაწირების მიღებაზე, ქვეყანაში კი ასობით „წითელი ჯვრის“ მსგავსი დაწესებულება გაჩნდა,რომელიც ბერძნებს ცხელ საჭმელს ჰპირდებიან
„წელს ალბათ საშობაო საჩუქრების დარდიც არ აქვთ. ჩვენ იმას ვფიქრობთ, რა ვაჭამოთ ბავშვებს, ამიტომ უფასო სადილები ყველაზე კარგი საჩუქარია“,-აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაცია „კრიკოსის“ ხელმძღვანელი პროდრომოს ხრისტაკიდისი.