ქაბულში ავღანელმა ქალმა-პოლიციელმა ამერიკელი ინსტრუქტორი მოკლა. BBC- ის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, ჯერჯერობით, ვერცერთ მხარეს ვერ გაურკვევია, რამ გამოიწვია ეს ფაქტი.
ავღანელმა ქალმა, ამერიკელი ინსტრუქტორი, რომელიც საერთაშორისო ძალების წარმომადგენელი გახლდათ და რამდენიმე ხანია, ქალაქის ერთ-ერთი სამმართველოს განყოფილებაში მუშაობდა, პირდაპირ ქაბულის პოლიციის უფროსის მისაღებში მოკლა.
ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაიზარდა ავღანელი პოლიციელების მიერ, ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობის ფაქტები. რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ ბაზაზე, ერთბაშად 8 ნატოს ჯარისკაცი მოკლეს ავღანელმა პოლიციელებმა.
ავღანეთის სამართლადამცავთა განცხადებით, უფრო მკაცრად უნდა მოხდეს კადრების შერჩევა, რადგან როგორც ჩანს, ბევრი ისლამისტური ჯგუფის წარმომადგენელი ახერხებს პოლიციელთა რიგებში მოხვედრას და შემდეგ კლავს ამერიკელ ჯარისკაცებს, თუმცა აქამდე ქალი-პოლიციელის მიერ მკვლელობის ფაქტის დაფიქსირება არ მომხდარა.