მოსკოვი არ მართლებს, ბაშარ ასადის ხელისუფლებას, თუმცა მათი ლოგიკა, ვინც პრეზიდენტ ასადთან მოლაპარაკებებს აპირებს, ძალიან საკამათო და საშიშია, ბაშარ ასადი კი უნდა დარჩეს თუ არა სირიის პრეზიდენტის პოსტზე, ეს მხოლოს სირიელი ხალხის გადასაწყვეტია.
ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია RT-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„სირიის ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, გამოიყენა არაპროპორციული ძალა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ, „სირიის“ მეგობართა“ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება-ასადმა საპრეზიდენტო პოსტი უნდა დატოვოს, ყველაზე სწორია. მთავარია სირიაში სისხლისღვრა შეწყდეს, ხოლო სირიელმა ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მისი პრეზიდენტი“,-განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ „რუსეთი ფოსტალიონი არ არის“, ასადს პოსტის დატოვება შესთავაზოს და თუ ვინმეს უნდა ამის გაკეთება, „თვითონ მივიდეს ასადთან“.