უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გრიგოლ ქათამაძე თანამდებობას ტოვებს.
აღნიშნულის შესახებ, ქათამაძემ უკრაინაში ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ღონისძიებაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, გრიგოლ ქათამაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად უკრაინაში 2009 წელს დაინიშნა.