პარლამენტის წევრს მაჟორიტარული ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სახით, 5 ათასი ლარი გამოეყოფა. ამას გარდა, მაჟორიტარი დეპუტატი ყოველთვიურად ასევე 5 ათასს ლარს მიიღებს.
აღნიშნული ცვლილება - „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ პარლამენტის დადგენილებაში უკვე აისახა, რომელსაც საფუძვალად რეგლამენტში გახორციელებული ცვლილებები უდევს.
კერძოდ, ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურის მომზადებული ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, ადგილობრივ თვითმმართველობებს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსების ვალდებულება მოეხსნათ და თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი აღარ არიან, მაჟორიტარი დეპუტატი სამუშაო ოთახით, სატრანსპორტო და კავშირგამბულობის საშუალებებით უზრუნველყონ.
მაჟორიტარი დეპუტატის ყველა საჭირო ხარჯი პარლამენტმა საკუთარი ბიუჯეტით უნდა დაფაროს.
პარლამენტის დადგენილების განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 3 662 000 ლარით გაზრდის.