კარგი იქნებოდა, „ქართუ ბანკთან" დაკავშირებული საქმით, გამოძიება ოდნავ მოგვიანებით დაინტერესებულიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მეც მექნებოდა სურვილი, რომ გამოძიება „ქართუ ბანკის" საქმით ოდნავ მოგვიანებით დაინტერესებულიყო, მაგრამ მე გამოძიებას საქმეების გამოძიების რიგითობას არ ვუდგენ და ამის არც სურვილი მაქვს. მაგრამ „ქართუს" საქმე იმდენად მარტივია, რომ მე ვფიქრობ, პროკურატურას საქმის გამოძიება გაუადვილდება. მთელი პოლიტიკური სტრუქტურა წინა ხელისუფლების მონაწილეობდა ამ საქმეში, პარლამენტიც კი ჩართული იყო" - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მისთვის საერთოდ უკეთესი იქნებოდა, ამ საქმესთან კავშირი რომ არ ჰქონდეს.