რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) გენერალურ მდივანს ედუარდ ბირიუკოვს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
ბირიუკოვმა ტრასეკას ფუნქციებსა და მიზნებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება საავტომობილო გზების სექტორის განვითარებაზე გამახვილდა. როგორც ედუარდ ბირიუკოვმა აღნიშნა, აღნიშნული სფეროს განვითარება სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების დიდ შესაძლებლობებს იძლევა.
დავით ნარმანიამ სტუმარს საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე მიმდინარე სამუშაოები გააცნო და გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.