19-22 დეკემბერს შედგა „ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის“ პრეზიდენტის, ნესტან კირთაძის ვიზიტი მოსკოვში.
მიმდინარე წელს, ეს უკვე მისი მეორე ვიზიტია რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში და გაგრძელებაა ივლისში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, როდესაც „ქართულ-აფხაზურმა, ოსურმა და ევროპულმა საერთაშორისო მოძრაობამ“ რუსეთის მაღალი დიპლომატიური, პოლიტიკური და ექსპერტული წრეების წინაშე წარადგინა ალტერნატიული სამშვიდობო პლატფორმა ქართულ-რუსული და კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობების დარეგულირებისათვის.
20 დეკემბერს ნესტან კირთაძემ სამშვიდობო პლატფორმის პრეზენტაცია გამართა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საინფორმაციო ცენტრში - РИА новости-ს საკონფერენციო დარბაზში, სადაც წარადგინა სამშვიდობო ინიციატივები და ალტერნატიული პლატფორმა, აგრეთვე, ინიციატივა ქართულ-აფხაზური, ოსური და რუსული დიალოგსათვის ახალი ფორმატების შექმნის შესახებ, რომელიც სრულიად რეალურია და ინტეგრაციული პროცესების ახალ რეალურ სიბრტყეში გადაყვანას ისახავს მიზნად.
„ჩვენ პატივს ვცემთ ჟენევის ფორმატს, როგორც მსოფლიო მდიპლომატიის შედეგს და 2008 წლის ომის შემდგომ მედიაციისა და დიალოგის ერთადერთ მოქმედ ფორმატს, მაგრამ გავიდა წლები და მხოლოდ ჟენევის ფორმატი თავისი ფორმითა და შინაარსით არ არის საკმარისი რეალური და კონკრეტული შედეგის მისაღწევად. საჭიროა ახალი ფორმატები, ახალი მექანიზმები, ახალი თვისობრიობა კონკრეტული მიზნებით და პრაქტიკული დღის წესრიგით. რუს კოლეგებთან მე სწორედ ამ დიპის ფორმატბის გახსნაზე მქონდა და მაქვს საუბრები“, - განაცხადა ნესტან კირთაძემ РИА новосоти-ს პრეს-ცენტრში.
პრეზენტაციაზე ცხინვალის წარმოამდგენელმა დასვა საკითხი, რომ ქართული მხარე უკვე წლებია არ აწერს ხელს დოკუმენტს თავდაუსხმელობის შესახებ, რაზედაც ნესტან კრითაძემ უპასუხა:
„ჩვენი სამშვიდობო ინციატივები მოქმედებს ყველაზე ძლიერი მანდატით, ეს არის სამოქალაქო დიპლომატიის მანდატი, ამიტომ როგორც მოისმინეთ ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივაა სწორედ უახლოეს შესაძლებელ მომვალში შეიქმნას ერთობლივი დეკლარაცია მუდმივი მშვიდობის შესახებ, როემლსაც ხელს მოაწერენ ქართული, აფხაზური და ოსური სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები. მუდმივ მშვიდობას ქმნის ხალხებს შორის რეალური სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დაწყება, რომელიც ყველაზე რეალური ნებაა მშვიდობისათვის“,- განაცხადა ნესტან კირთაძემ.
მოსკოვის ვიზიტს ნესტან კირთაძე უაღესად საქმიანს, პოზიტიურს და სამშვიდობო პროცესის გაგარძელების კიდევ უფრო წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა“ 2013 წლის დასაწყისიდან გააგრძელებს ინტეგრაციული და სამშვიდობო პლატფორმის გაძლიერებას და პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამშივიდბო პლატფორმის პრეზნეტაცია ევროპარლამენტში, პარიზში, ბერლინში, ნიუ იორკში (გაერო) და ვაშინგტონში.