უკანონო მოსმენები მიუღებელია, თუმცა, ბოლოს გამოქვეყნებული ჩანწერები დაკანონებული იყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რამდენიმე დღის წინ ყოფილი მაღალჩინოსნების სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების კომენტირებისას განაცხადა.
„რაც შეეხება სატელეფონო საუბრების მოსმენებს, ეს ის შემთხვევაა, რაზეც მე დიდი დრო დავხარჯე. პირადად ჩემთვის ეს მოსმენები მიუღებელია, მაგრამ როგორც ვიცი, ბოლო სატელეფონო ჩანაწერები სრულიად დაკანონებული იყო. ნებისიმერ ცივილიზებულ ქვეყანაში სასამართლოს მიერ დაკანონების შემთხვევაში მოსმენები ხორციელდება, მაგრამ არა ისე მასობრივად როგორც ეს წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა" - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერი თენგიზ გუნავას საქმესაც გამოეხმაურა. მისი თქმით, კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა.
„როგორც ვიცით, საგამოძიებო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს და ეს ძალიან კარგია, თავად ტენდენცია ძალიან კარგია. შეუცდომელი არავინაა" - აღნიშნა ივანიშვილმა.