საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს სავარაუდოდ, გაზაფხულზე ეწვევა.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრეკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 26 დეკემბერს იგი აზერბაიჯანს ეწვევა, სავარაუდოდ, 17 იანვარს სომხეთს, შემდეგ კი - თურქეთს.
რაც შეეხება აშშ-ში ვიზიტს, მისი თქმით, რეალურია, რომ ვიზიტი გაზაფხულზე, მარტში ან აპრილში განხორციელდეს.