პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცახდებით, საქართველოში ტელევიზიების მეშვეობით პოლიტიკური გამარჯვებები აღარ განხორციელდება.
როგორც მან სასტუმრო „შრატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ტელეკომპანია „მეცხრე არხი" აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუმცა კითხვები, რაც მასთან დაკავშირებით გაჩნდა, აღარ უნდა დარჩეს.
„ვცდილობ, რომ „მეცხრე არხთან" დაკავშირებული კითხვები, რაც ჩემს ოჯახს ეხება, არ დავტოვო. თუკი თქვენ მედიის წარმომადგენლები რაიმეს იგრძნობთ შეზღუდვასთან დაკავშირებით, აუცილებლად მიმითითეთ და ეს გამოსწორდება. არ დავუშვებ, რომ რაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხდებოდა, ის განმეორდეს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ტელევიზიის ქონების მეშვეობით, პოლიტიკური გამარჯვება მოხდეს, რადგან ამის დრო დასრულდა, მედიის მონოპოლიზება არ შეიძლება" - განაცხადა ივანიშვილმა.