100 კილოვატზე ელექტროენერგიის ტარიფი 27%-ზე მეტით შემცირდება, ხოლო 300 კილოვატზე - 21,5 %-ით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველ ჯგუფზე ელექტროენერგიის ტარიფი 3,54 თეთრით შემცირდა, რაც დაახლოებით 27%-ზე მეტია, მეორე ჯგუფზე კი - დაახლოებით 21,5 %-ით. .
„მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ შეღავათებს მისცემს საქართველოს მოსახლეობას"-განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამაზე ძალიან კარგად იმუშავა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ და ამისთვის მას მადლობა გადაუხადა.