საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა . სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში, საქართველოს სანაპირო ზოლიდან,ფოთის ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარეობდა.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.9 მაგნიტუდა შეადგინა.
ძვრები 17:31 საათზე დაფიქსირდა. მცირე სიმძლავრის ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.