პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანანმდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ისევ ჩავარდა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე ეკატერინე ბაქრაძისა და ეკატერინე ჩაფიჩაძის კანდიდატურები წარადგინეს, რომელსაც კანონმდებლებმა ნდობა არ გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს მაია ზარიძისა და ლაშა მელაძის კანდიდატურები გასულ პლენარულ სხდომაზეც წარუდგინა, მაგრამ მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე ჩავარდა.