მილიონობით ადამიანი ინტერესით და შიშით ელოდებოდა 2012 წლის 21 დეკემბერს, რომელიც მაიას ტომების კალენდრის მიხედვით, უკანასკნელი უნდა ყოფილიყო დედამიწაზე.
მთელი წლის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებები თუ სპეციალური გამოცემები დაუღალავად საუბრობდნენ „სამყაროს დასასრულზე“.
2012 წლის 21 დეკემბერი არა დედამიწის დასასრული, არამედ კოსმიური გაზაფხულის დასაწყისი ყოფილა, მაიას ტომს კი სამყაროს დასასრული არასოდეს უწინასწარმეტყველია, ეს ფაქტი მშვენივრად იქნა კომერციული თვალსაზრისით გამოყენებული.
„21 დეკემბერს ჩვენ აღვნიშნეთ კოსმიური გაზაფხულის დადგომა, 21 დეკემბერს არა სამყაროს დასასრული,არამედ ერთი კოსმიური ღამის დასასრული გახლდათ, რომელიც 26 ათასი წელი გრძელდება. ეს არის მხოლოდ ერთი კალენდარული თარიღის დასასრული, რომელიც მათემატიკურად ზუსტადაა გათვლილი.
მალე მოვა კოსმიური აისი, შუადღე, საღამო და ღამე. კოსმიური ღამე კი ხუთი პერიოდისგან შედგება 5 125 წლიანი ციკლით თითოეული“,-აცხადებს მაიას და აცტეკების ტრადიციული სარწმუნოების, დიდი ტენოჩტიტლანის საბჭოს წევრი ოლინ იოლისტლი.