უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მოწმეთა მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატის ევგენი შერბანის მკვლელობის შემკვეთია.
მსხვილი ფინანსური კორპორაცია „ატონის“ ხელმძღვანელი, უმაღლესი რადის დეპუტატი ევგენი შერბანი 1996 წელს დონეცკის აეროპორტში ჩაცხრილეს. მასთან ერთად მისი მეუღლე და აეროპორტის თანამშრომელიც დაიღუპნენ.
2012 წლის აპრილში შერბანის ვაჟიშვილმა რუსლანმა განცხადა, რომ გენერალურ პროკურატურას გადასცა მტკიცებულებები, რომლებშიც იულია ტიმოშენკო, როგორც თავდასხმის შემკვეთი იკვეთება.
„არის რამდენიმე მოწმე, რომელიც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა და რომელთა ჩვენებებიც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო იყო ამ მკვლელობის შემკვეთი და დამფინანსებელი“,-აცხადებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე რენატ კუზმინი.
იულია ტიმოშენკოს დაცვა კატეგორიულად უარყოფს ამ საქმეში იულია ტიმოშენკოს მონაწილეობას და აცხადებს, რომ ეს უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩს შურისძიების გაგრძელებაა.