ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ადვოკატის დავით ხაჟალიას განცხადებით, ყველა ბრალდებული გირაოს გადახდამდე გლდანის ციხეში იქნება გადაყვანილი.
ამის შესახებ ხაჟალიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სასამართლომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბრალდებულ მხარეს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები და არასთანადოდ იყო მომზადებული. ყველა ბრალდებული გირაოს გადახდამდე გლდანის #8 საპყრობილეში იქნება გადაყვანილი"- აღნიშნა ხაჟალიამ.
მისივე თქმით, შესაძლოა, ხეთაგურის გირაოს თანხა დღესვე იქნას გადახდილი.