სოციალური ქსელი ახალ ფუნქციას გვთავაზობს, რომელიც ამჟამად ტესტირებას ამერიკაში გადის. ახალი ფუნქციის თანახმდ, ადამიანს, რომელიც მეგობრებში არ გყავს, შეგიძლია ფასიანი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნო და ის მის MessagesInbox-ში ჩაჯდება.
მიმღებს მიღებული მესიჯები შეუძლია დაარეგულიროს და ის მისი მეგობრების, ან მეგობრის მეგობრის ან „სხვა“ საქაღალდეში ჩაჯდება. იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნილი მესიჯი ფასიანი იქნება, მაშინ ის მიმღების MessagesInbox-ში ჩაჯდება.
Facebook-ის მესვეურთა განმარტებით, გაგაზავნილი მესიჯების ფილტრაცია აუცილებლად მოხდება.
„გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ფასიან მესიჯი ბევრად უფრო ეფექტური იქნება, რადგან ის მიმღებს საშუალება მისცემს თავიდან აიცილოს არასასურველი მესიჯის მიღება, ხოლო რელევანტური და მისაღები მესიჯების ოპტიმიზაცია მოახდინოს“,-ნათქვამია Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.