პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დეპუტატებს ხელფასიდან გარკვეული პროცენტი ჩამოეჭრებათ.
გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა იმ დეპუტატთა სია წაიკითხა, რომელთაც სამი გაცდენა ჰქონდათ. ამ მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა. ხოლო, უმრავლესობიდან რეკორდი ირაკლი ტრიპოლსკიმ მოხსნა, რადგან მას ხუთი გაცდენა დაუფიქსირდა.
რაც შეეხება იმ კანონმდებლებს, რომელთაც ხელფასი ჩამოეჭრებათ, ესენი არიან - როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ანზორ ბოლქვაძე, კობა სუბელიანი, თამარ ბოკუჩავა, კახა ბუცხრიკიძე, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი, დავით გამცემლიძე, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თევდორაძე, გიორგი კარბელაშვილი, ზაზა კედელაშვილი, პავლე კუბლაშვილი, პაატა ლეჟავა, ტარიელ ლონდარიძე, შოთა მალაშხია, მიხეილ მაჭავარიანი, ვახტანგ ლემონჯავა, გიორგი მელაძე, მიხეილ მახარაძე, ირმა ნადირაშვილი, ზურა მელიქიშვილი, ომარ მეგრელაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, სამველ პეტროსიანი, სერგო რატიანი, გიორგი ოჩიაური, მარიამ საჯაია, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ქარდავა, რევაზ შავლოხაშვილი, გიგი წერეთელი, გიორგი ღვინიაშვილი, ზურა ჯაფარიძე, ნაული ჯანაშია, ზურაბ ჩილინგარაშვილი, ვაჟა ჩიტაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გოგა ხაჩიძე, აკაკი მინაშვილი, მახირ დარზიევი, ირაკლი ტრიპოლსკი, აზერ სულეიმანოვი, ნიკოლოზ ყიფშიძე, თემურ ჭკუასელი.
დავით უსუფაშვილმა მანდატურთა სამსახურს მოუწოდა დეპუტატთა აღრიცხვა მოახდინონ და ზუსტნი იყვნენ.
რეგლამენტის მიხედვით, კანონმდებლებს იმისდა მიხედვით დაექვითებათ, რამდენი დღეც აქვთ გაცდენილი, თუმცა ერთი დღის გამოკლებით, რომელიც საპატიოდ ითვლება.