პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, უმცირესობის გარეშე დაიხურა.
საკანონმდებლო ორგანო მომავალ კვირას მუშაობას, რიგგარეშე ფორმატში გაგრძელებს. თუმცა, მანამდე უწყება პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომების ჩატარების უფლების მინიჭებით მიმართავს.
სავარაუდოდ, მომავალი კვირის სამშაბათს ბიუროს სხდომა გაიმართება, ხოლო დანარჩენ სამ დღეს რიგგარეშე სხდომები.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. ხოლო, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გაიხსნება.