კომპანია Gallup-ის გამოკითხვების შედეგად, ქართველები, ერაყელები, ლიტველები, ბელორუსები, სომხები, სინგაპურელები და სერბები, ნაკლებად ბედნერებად მიიჩნევენ თავს.
ინტერვიუერებს შემდეგი კითხვებისთვის უნდა გაეცათ პასუხები-კარგად დაისვენეთ თუ არა გუშინ? პატივისცემით გეპყრობდნენ თუ არა? გუშინ ბევრი იცინეთ? რამე საინტერესო თუ გააკეთეთ გუშინ?
აღმოჩნდა, რომ ამ კითხვებზე დადებითად უპასუხებს რუსების 59%-მა, ლატვიელების 61%-მა, ესტონელების 61%-მა და პოლონელების 69%-მა.
კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად აღმოჩნდა, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერი ხალხი სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს. ბედნიერი ქვეყნების პირველ ათეულში 8 სამხრეთ ამერიკული ქვეყანა მოხვდა, ყველაზე ბედნიერი მოსახლეობა კი პანამას და პარაგვაის ჰყვავს-85%-ი.
ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლიტვამ აჩვენა. თავისი ცხოვრებით კმაყოფილია მოსახლოების -62%-ი. ლიტვამ გადაუსწრო იტალიას, პორტუგალიას, საბერძნეთს და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას.