ბრიტანეთის ყოფილი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი პრემიერმინისტრის ბარონესა მარგარეტ ტეტჩერის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა.
Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ბარონესამ რთული ოპერაცია გადაიტანა ლონდონის ერტ-ერთ ჰოსპიტალში, თუმცა, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
87 წლის მარგარეტ ტეტჩერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას ვეღარ ეწევა, იშვიათად ჩნდება ლორდთა პალატაშიც, სადაც ის დღემდე წევრია და საქველმოქმედო საღამოებსა და ვახშმებზე.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის კაბები და პალტოები, მათ შორის ტეტჩერის ცნობილი ფირუზისფერი პიჯაკი და „კოკტეილის“ პალტო, რამდენიმე ხნის წინ ლონდონში მოწყობილ აუქციონზე 115 ათას ევროდ გაიყიდა, მარტო პიჯაკში მყიდველმა 40 000 ევრო გადაიხადა.
შარშან Christie`s -ს აუქციონზე მარგარეტ ტეტჩერის Asprey-ის ფირმის შავი ჩანთა, რომლითაც ის მსოფლიო ლიდერებს ხვდებოდა 80-იან წლებში, 25 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.