მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ადვოკატს პროკურატურაში არსებულ მტკიცებულებებს გადასაცემს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ არჩილ კბილაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, დაცვის მხარე ვიდეოთვალით ჩაწერილ სარეგისტრაციო მონაცემებს ითხოვს, რომლებზეც პროკურატურაში მოწმეების მისვლაა ასახული.
„მივიღებთ ამ მტკიცებულებებს, არა მხოლოდ პროკურატურიდან, არამედ კრიმინალურ დეპარტამენტიდანაც. ყოველ შემთხვევაში, პროკურორმა ამისთვის მზაობა გამოთქვა. ჩვენ უნდა დავაკონკრეტოთ პირები, ვის შესახებაც მონაცემებს ვითხოვთ და მას ჩვენ პროკურატურისგან მივიღებთ" - განაცხადა დეკანოიძემ.