კონსტიტუციის მიღების რეფერენდუმის მეორე ეტაპი ეგვიპტის დედაქალაქში მასობრივი არეულობების ფონზე მიმდინარეობს. ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მიერ მიღებულმა ახალმა კანონპროექტმა, რომელმაც მისი ძალაუფლების უსაზღვროდ გაზრდა გამოიწვია, ქვეყანა ორ ნაწილად გაჰყო.
ეგვიპტის ლიბერალური ოპოზიცია პრეზიდენტს და მის პარტია „ძმებ მუსლიმებს“ თავისუფლებისა და სამართლიანობის, რისი გულისთვისაც ეგვიპტეში რევოლუცია მოხდა, დარღვევაში ადანაშუალებს.
მურისი მომხრეთა განმარტებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით,არანაირი დემოკრატიული ნორმების დაღვევა არ ხდება, ქვეყანას კი ახალი კონსტიტუცია სჭირდება, რომელსაც ეგვიპტელმა ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს.
რეფერენდუმის ჩატარების წინ არეულობა ეგვიპტეში ქუჩის ბრძოლებში გადაიზარდა, არეულობებია ეგვიპტის მეორე დიდ ქალაქ ალექსანდრიაშიც. ადგილობრივი მედიის განცხადებით, შეტაკებების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ეგვიპტეში რეფერენდუმის მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმეტესობამ უარი განაცხადა რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებაში, აქტივობამ კი წინა კვირას გამართულ რეფერენდუმის პირველ ტურში, მხოლოდ 30%-ი შეადგინა.