"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის ხელმძღვანელის“, ლია მუხაშავრიას განცხადებით, ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორობა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
„არ ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამია, თუ ტელევიზიის გენერალური დირექტორია, მან პასუხი არ უნდა აგოს თავის დანაშაულზე, თუკი ასეთი აქვს ჩადენილი და პროკურატურა აცხადებს, რომ ჩადენილი აქვს. არ ვფიქრობ, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის გამო, „რუსთავი 2“-ზე და ზოგადად, მედიაზე ზეწოლა ხორციელდება. ჩვენ, კარგად ვიცით, პირადად ნიკა გვარამია, როგორ ახორციელებდა ამას შვიდი ნოემბრის მოვლენების შემდგომ, ძალიან ახლო პერიოდში იმედის წინააღმდეგ, ეს მე, ჩემი საქმიდან ვიცი, რომელიც სტრასბურში განიხილება“, - განაცხადა მუხაშავრიამ.
მისივე თქმით, ნიკა გვარამია ძალიან კარგი იურისტია და შეუძლია, კარგი იურისტებიც აიყვანოს.
შესაბამისად მიიჩნევს, რომ გამოძიების წინაშე თავის დაცვის დროს, ამ მხრივ, პრობლემები არ შეექმნება.
„ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ, რომ მის მიმართ კითხვები არსებობს ან შეიძლება, გამოძიებას ჰქონდეს ეჭვი, მაგრამ თუ დაუდასტურდება დანაშაული, მან ბუნებრივია, პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა მუხაშავრიამ.