შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და ფინანსთა ყოფილ მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს.
აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შესაბამისი უწყება ორივე მათგანს პირადად ჩაბარდა.
შსს-ს ცნობით, ანტიკორუფციულ სააგენტოში დიმიტრი გვინდაძეს დღეს, 13:00 , ხოლო ნიკა გილაურს 16:00 საათზე ელოდებიან.
ყოფილი მაღალჩინოსნები სააქციო საზოგადოება ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებულ საქმეზე არიან დაბარებული.
ამავე საქმეზე დაიკითხნენ გუშინ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია და პატიმრობაში მყოფი ალექსანდრე ხეთაგური.