სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგით მეოთხე საერთო კრება მიმდინარეობს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები დღეს, წლიურ ანგარიშს მოისმენენ და კრების თავმჯდომარეს დაასახელებენ.
ამის შემდეგ, საერთო კრება ქარტიის საბჭოს ახალ წევრებს აირჩევს, რომელიც სამი წევრისგან შედგება.
საბჭოსა და სარევიზო კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელების შემდეგ, წარმოდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება.
ამასთან, ჟურნალისტრი ეთიკის ქარტია შიდამარეგლამენტირებელ დოკუმენტებში განსახორციელებელ ცვლილებების წარადგენას, კენჭს უყრის და საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს.
ჟურნალისტური ეთიკიის ქარტია საბჭოს ახალ თავმჯდომარეს 1 წლით აირჩევს.
საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებს ჟურნალისტი, ზვიად ქორიძე ასრულებდა, რომელსაც უფლებამოსილება დღეს ეწურება.