სამხედრო საბჭოს ყოფილი წევრი თენგიზ კიტოვანი საქართველოში დაბრუნდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტელეკომპანია „მე-9 არხმა" გადაიღო.
თენგიზ კიტოვანის თქმით, მისი მისამართით რაიმე კონკრეტული ბრალდებები არ არსებობს.
„კონკრეტული ბრალდებები ჩემთვის არ წაუყენებიათ. საქართველოს პასპორტი არ მომცეს, გადახდილი ფულიც წაიღეს. რა ბრალდება უნდა წაეყენებინათ, არაფერი დანაშაული არ ჩამიდენია. მე პირველმა ვთქვი, რომ ჟვანია მოკლული იყო და არა - გაზით მოწამლული. მარტო ეგ არ არის მოკლული. ბევრი ხალხია დახოცილი. სააკაშვილის მთავრობა არ იქცეოდა სწორად. გათავხედებულები იყვნენ" - განაცხადა კიტოვანმა.