ელადის მართლამდიდებლური სინოდის განცხადებით, ბერძნული ეკლესიები საშობაო
შესაწირს მოქალაქეებისგან აღარ მიიღებენ, რადგან ქვეყანაში კრიზის გამო და მოქალაქეები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
„ამჟამად ქვეყანაში არსებული არასასიკეთო ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანებს აწევთ მხრებზე, ჩვენი ქვეყანა კი საბიუჯეტო კრიზისის დასაძლევად იბრძვის“,-ნათქვამია სინოდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრადიციის მიხედვით, საშობაოდ ბერძნულ ეკლესიებში შესაწირი ეკლესიებისთვის და საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის, ბერძნებს ყოველწლიურად მიაქვთ.
საბიუჯეტო კრიზის გამო, ასობით ათასი ბერძენი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა.
ბერძნული ეკლესია შეძლებისდაგვარად ეხმარება მოქალქეებს ცხელი სადილებით, მრავალშვილიანი და გაჭირვებული ოჯახებისთვის ფულადი და საკვები პროდუქტების გადაცემით.