ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, რუსეთ-ევროკავშირის 30-ე სამიტი შედეგიანი აღმოჩნდა, რუსეთმა და ევროკავშირმა ბევრ სფეროში შეძლეს შეთანხმების მიღწევა.
„სამიტი საკმაოდ პოზიტიური და კონსტრუქციული იყო. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ევროპის კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიები იყოს, უნდა მივიღთ გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური ზრდა გავზარდოთ“,-აღნიშნა ვან რომპეიმ.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-ევროკავშირის პროგრამა „პარტნიორობა მოდერნიზაციისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა.