აღმოსავლეთ ევროპაში სიცივეები გრძელდება. Agence France-Presse-ის ინფორმაციით, დეკემბრის დასაწყისიდან პოლონეთში 49 ადამიანი გარდაიცვალა. ტემპერატურა ქვეყნის ტერიტორიაზე -10 გრადუსამდეა დაცემული.
სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის უმეტესობა უსახლკარო ადამიანები არიან. ადგილობრივი სამართალდამცავები ქუჩებში დადიან და მოსახლეობას აფრთხილებენ, სად შეიძლება ყინვებს შეაფარონ თავი და ცხელი საჭმელი მიიღონ.
ადრეული ზამთარი და ყინვები ევროპაში ოქტომბრის თვის ბოლოდან დაიწყო, მაშინ პოლონეთში ყინვებს 15 ადამიანი ემსხვერპლა.
მიმდინარე სამი თვის განმავლობაში ყველაზე ცივი ტემპერატურა ციმბირში დაფიქსირდა, -50 გრადუსი.