ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე მივიდა.
როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ქობალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა საკითხებზე უნდა წარიმართოს დაკითხვა, თუმცა, ვარაუდობს, რომ ეს შეეხება უძრავი ქონებისა და პრივატიზების საკითხებს მისი მინისტრობის პერიოდში.
ამასთან, ქობალიას თქმით, ის აპირებს გამოძიებასთან ყველა თემაზე ითანამშრომლოს და ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს. როგორც მან აღნიშნა, დაკითხვაზე დაბარების შესახებ ტელეფონით შეატყობინეს და უწყება არ მისვლია.
ამასთან, ვერა ქობალიამ იმედი გამოთქვა, რომ დაკითხვაზე ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწევს, რადგან 5 თვის ორსულია და რთული ორსულობა აქვს.