არგენტინის საკურორტო ქალაქ სან-კარლოს-დე-ბარილოჩეში დილიდან მაღაზიების გახშირებული ძარცვაა დაწყებული. სამყაროს დასასრულით შეშინებულ არგენტინელებს მაღაზიებიდან ყველაფერი გააქვთ, მათ შორის მაცივრები და ტელევიზორებიც.
რიო-ნეგროს პროვინციაში სამართალდამცავებმა გამკლავება ვერ შეძლეს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, რომლებმაც სურსათის მაღაზიებიდან მთელი მარაგი გაზიდეს და სპეცრაზმელების გამოძახება გახდა საჭირო.
არგენტინული გამოცემა Lanacion.com -ის ინფორმაციით, ანალოგიური ფაქტები ფიქსირდება სანტა-ფეში, ენტრე-რიოსში და ჩაკოში, სამართალდამცავები ჰაერში ისვრიან, რათა აღელვებული მოსახლეობის დაწყნარება შეძლონ.