საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ვანის გამგებელს მოუწოდებს ვანის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი როსტომ კიკაბიძე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით, გაათავისუფლეს სამსახურში აღადგინოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლორთქიფანიძემ განაცხადა, საარჩევნო პერიოდში, ვანში „ქართულ ოცნებას“ ნაირა ხავთასი ეხმარებოდა, რომელიც 40 წლის განმავლობაში მედდად მუშაობდა, თუმცა, ის სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი, სამსახურიდან მისი მეუღლე როსტომ კიკაბიძეც გაათავისუფლეს.
მისი ინფორმაციით, ნაიარა ხავთასმა სასამართლოში იჩივლა, სასამართლომ კი მისი სამსახურში აღდგენის განაჩენი მიიღო.