არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს მიმართავს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მას შემდეგ, რაც საქართველოს აუდიო, ვიდეო, კინო და ფოტო ფონდის ხელმძღვანელმა ნინო ჟღენტმა და ფონდის ტექნიკურმა მენეჯერმა ნუგზარ ქელბაქიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისადმი მიმართვის ყოველგვარი რესურსი ამოწურეს, სადაც უშედეგოდ ითხოვდნენ ფონდისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენასა და ქმედითი ნაბიჟების გადადგმას, ა/ო ,,საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრს“ მომართეს.
ჩვენ შევისწავლეთ ფონდში არსებული ვითარება და მივიჩნიეთ, რომ იგი სასწრაფოდ გადარჩენას საჭიროებს, რადგან არასათანადო პირობებს გამო დაზიანებული უნიკალური მასალები შესაძლოა აღდგენას აღარ დაექვემდებაროს.
ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი წლის დასამტკიცებლად გასატან ბიუჯეტში ჯერჯერობით, აუდიო, ვიდეო, კინო და ფოტო ფონდისთვის არანაირი ფინანსური სახსრები არ არის გათვალისწინებული – საზოგადოებრივი მაუწყებლის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.
აღნიშნული თემა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრმა“ ნინო ჟღენტთან და ნუგზარ ქელბაქიანთან ერთად გავასაჯაროეთ და მოვითხოვეთ შესაბამისი უწყებებისგან სათანადო ყურადღება. ა/ო „საზოგადოებრიოვი კონტროლის ცენტრმა“ ოფიციალურად განცხადებით მიმართა როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ისე საქართველოს პრემიერ მინისტრსა და პარლამენტს, სადაც საკითხით დაინტერესება ითხოვა.
თემის მასობრივი იმფორმაციის საშუალებებში გასვლის შემდეგ გაჩნდა საშიშროება ნუგზარ ქელბაქიანის სამსახურიდან დათხოვნისა.
ა/ო „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრი“ მიმართავს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს არ მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც შეფასებული იქნება, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლერბის ხელყოფა – ანგარიშწორება“ - ნათქვამია მიმართვაში.