საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელ კშიშტოფ ლისეკსა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ელმარ ბროკს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში გამართული დემოკრატიული არჩევნები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის პროგრესის გაღრმავება.
მიხეილ სააკაშვილმა და ევროპარლამენტარებმა სამეზობლო პოლიტიკასა და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ელმარ ბროკის შეფასებით, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ახალ მთავრობას ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის განვითარების კურსის გაგრძელებისკენ მოუწოდა.