რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ სცნობს სირიის ოპოზიციურ კოალიციას, თუმცა მასთან თანამშრომლობას აპირებს.
„არ არის საჭირო ვინმეს ცნობა. ჩვენ ყველა მხარესთან ვმუშაობთ, რომლებიც სირიის ოპოზციური კოალიციის ძალებს წარმოადგენენ. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ნაციონალურ კოალიციასთან და ნებისმიერ კონფიგურაციასთან, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გამოჩნდება“,-განაცხადა ლავროვმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სირიაში მყოფი პალესტინელები, ცდილობენ საკუთარ ბრძოლაში ჩაითრიონ სირია, რაც ქვეყნისთვის, რათქმა უნდა სასარგებლო არ არის.