საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის J.P. Morgan-ის ბიზნესის მმართველს რეგიონში, იან ტავროვსკის შეხვდა.
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა გახადოს.
„საქართველოს მთავრობა და პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა. ეს შეხვედრაც, ყველაზე ძლიერ საინვესტიციო ჯგუფთან, სწორედ ამას ემსახურება. ვისაუბრეთ სამომავლო პერსპექტივებზე. შევთანხმდით, რომ იანვრის ბოლოს J.P. Morgan–ის პრეზიდენტს დავოსში შევხვდები და სამომავლო ინვესტიციებს უფრო დეტალურად განვიხილავთ,“ – განაცხადა ივანიშვილმა.
J.P. Morgan–ის ბიზნესის მმართველის განცხადებით, კომპანია საქართველოს მტავრობას მნშვნელოვანი საკიტხების გადაწყვეტაში დაეხმარება.
„ დიდი პატივია ჩემთვის, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც იყო ძალიან სასარგებლო და პერსპექტიული. განვიხილეთ სხვადასხვა სახის უცხოური ინვესტიციების პერსპექტივები. მოგეხსენებათ, J.P. Morgan–ს ამ მხრივ უდიდესი გამოცდილება აქვს და შეუძლია საქართველოს მთავრობას დაეხმაროს ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში,“ - განაცხადა J.P. Morgan–ის ბიზნესის მმართველმა რეგიონში იან ტავროვსკიმ.